Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა,

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა,
დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა - ვაშინგტონი ძალიან სერიოზულად ეკიდება ცნობას, რომ მოსკოვი 2003 წელს სადამ ჰუსეინს ინფორმაციას აწვდიდა. ამერიკის ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რაისმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ამ საკითხს რუსეთის მთავრობასთან აუცილებლად განიხილავს. პარასკევს გამოქვეყნებული პენტაგონის დოკუმენტის თანახმად - რომელიც ერაყში მოპოვებულ ორ დოკუმენტს ეყრდნობა - რუსეთი ინფორმაციას კატარში, ამერიკის ცენტრალური სარდლობიდან იღებდა. დოკუმენტი აცხადებს, რომ საბრძოლო ოპერაციების შესახებ ინფორმაციას სადამ ჰუსეინს ერაყში რუსეთის ყოფილი ელჩი, ვლადიმირ ტიტორენკო აწვდიდა. რუსეთის საგარეო დაზვერვის უწყება ყოველივე ამას უარყოფს.
XS
SM
MD
LG