Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში სულ მცირე


ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში სულ მცირე 40 პოლიციელი დააპატიმრეს.

ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში სულ მცირე 40 პოლიციელი დააპატიმრეს.
ამის მიზეზი ის იყო, რომ სამხედროებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში მოწყობილი რეიდის დროს, იქ საიდუმლოდ დაკავებულ 17 უცხოელ პატიმარს მიაგნეს.
პარალელურად, ბაღდადიდან მოვიდა ცნობა, რომ შეერთებული შტატების ძალებთან შეტაკებისას რადიკალი შიიტი სასულიერო პირის, მოქთადა ალ-სადრის სულ მცირე 18 მიმდევარი მოკლეს. დღესვე, ბაღდადიდან 65 კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელში 30 ადამიანის გვამს მიაგნეს. მათ უმეტესობას თავი აქვს მოკვეთილი. ერაყის სამხედრო ძალების ინფორმაციით, გარდაცვლილები სოფელ მულა ეიდში აღმოაჩინეს. ეს სოფელი კი სუნიტებსა და შიიტებს შორის მზარდი ძალადობის ერთ-ერთ ცენტრთან, ქალაქ ბაქუბასთან ახლოს მდებარეობს. მიმდინარეობს გვამების ამოცნობის პროცედურა.
XS
SM
MD
LG