Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა,

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა,
დაგმო ბელორუსიის მთავრობის მხრიდან ოპოზიციის მომხრეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება. გამოქვეყნებულ განცხადებაში შტაინმაიერი აცხადებს, რომ ”აზრის და შეკრების თავისუფლების ძირითადი უფლება” ბელორუსიამაც უნდა დაიცვას. შტაინმაიერი ამბობს, რომ აპირებს ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერი, ალექსანდრ მილინკევიჩი, დაპატიჟოს ლუქსემბურგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დასასწრებად.
ევროპის კავშირი ბელორუსიაში 19 მარტს შემდგარ არჩევნებს არადემოკრატიულს უწოდებს და ბელორუსიის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელორუსიის მთავრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ოპოზიციის ლიდერი, ალექსანდრ კაზულინი. კაზულინი - ოპოზიციის ბევრ სხვა მომხრესთან ერთად - შაბათს დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG