Accessibility links

logo-print

დღეს საფრანგეთის ქალაქებში გაიმართა მასობრივი


დღეს საფრანგეთის ქალაქებში გაიმართა მასობრივი საპროტესტო აქციები.

დღეს საფრანგეთის ქალაქებში გაიმართა მასობრივი საპროტესტო აქციები.
ქუჩებში გამოვიდა მილიონამდე ადამიანი. გამოსვლები მიმართულია მთავრობის გადაწვეტილების წინააღმდეგ, შეცვალოს ახალგაზრდების შრომითი დასაქმების შესახებ კანონი. დილით არ გამოსულა გაზეთები. ათეულობით ქალაქში პარალიზებულია სამოქალაქო ტრანსპორტის მუშაობა, გაუქმებულია ყოველი მესამე ავიარეისი. დაიხურა სამთავრობო დაწესებულებები, სკოლები, ფოსტა, ბანკები. პარიზში გაიმართა მორიგი მშვიდობიანი დემონსტრაცია, მაგრამ მისი დასასრულისთვის ხულიგნებმა ისარგებლეს მდგომარეობით და მაღაზიების ძარცვა დაიწყეს. დაპატიმრებულია 240-მდე ადამიანი. პროფკავშირები იმუქრება, რომ 4 აპრილს საყოველთაო გაფიცვას მოაწყობს.
XS
SM
MD
LG