Accessibility links

logo-print

ისრაელში საპარლამენტო არჩევნებს ძალადობის სპორადული


ისრაელში საპარლამენტო არჩევნებს ძალადობის სპორადული აქციები სდევდა თან. ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტრიას

ისრაელში საპარლამენტო არჩევნებს ძალადობის სპორადული აქციები სდევდა თან. ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტრიას
სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს. ისრაელის სამხედროთა თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა პალესტინელებმა "კატიუშას" ტიპის რაკეტები გამოიყენეს. შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ქვეყნის სამხრეთში მოკლულია ორი მწყემსი, ისრაელის არაბი. მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა იკისრა პალესტინურმა დაჯგუფება "ისლამურმა ჯიჰადმა". მდინარე იორდანეს დასავლენ ნაპირზე ისრაელის სამხედროებმა მოკლეს ამ დაჯგუფების მებრძოლი. ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთა რიცხვი საკმაოდ დაბალია. როგორც ჩანს, ცენტრისტული პარტია "კადიმა", რომელიც არიელ შარონმა შექმნა და რომელსაც დღეს ეჰუდ ოლმერტი უდგას სათავეში, 120-ადგილიან კნესეტში 29-დან 32-მდე ადგილს მიიღებს. მისი მთავარი კონკურენტები არიან ლიკუდი და შრომის პარტია. მიმომხილველთა აზრით, უმრავლესობას ვერცერთი პარტია ვერ მოიპოვებს.
XS
SM
MD
LG