Accessibility links

logo-print

უკრაინის ახალ პარლამენტში ერთი კვირის


უკრაინის ახალ პარლამენტში ერთი კვირის შემდეგ შეიძლება შეიქმნას კოალიცია

უკრაინის ახალ პარლამენტში ერთი კვირის შემდეგ შეიძლება შეიქმნას კოალიცია
პრეზიდენტის ბლოკ "ნაშა უკრაინის", იულია ტიმოშენკოს ბლოკისა და სოციალისტური პარტიის მიერ. ამის შესახებ ტიმოშენკომ განაცხადა სახელმწიფოს მეთაურთან კონსულტაციების შემდეგ. მსგავსი აზრი გამოთქვა სოციალისტების ლიდერმა ალექსანდრ მოროზმა, რომელიც აგრეთვე შეხვდა ვიქტორ იუშჩენკოს. კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბიულეტენების 70-ზე მეტი პროცენტის დათვლის შედეგად, უკრაინის უმაღლეს რადაში მოხვდნენ რეგიონების პატია, რომელსაც ვიქტორ იანუკოვიჩი უდგას სათავეში (30 პროცენტზე მეტი), ტიმოშენკოს ბლოკი (დაახლოებით 22 პროცენტი), ბლოკი "ნაშა უკრაინა" (15 პროცენტზე ცოტა მეტი), აგრეთვე სოციალისტები და კომპარტია.
XS
SM
MD
LG