Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა


ისრაელის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა,

ისრაელის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა,
ეჰუდ ოლმერტმა, პოლიტიკურ პარტიებთან უკვე დაიწყო არაოფიციალური კონსულტაციები მთავრობის ფორმირების თაობაზე. ოლმერტის ცენტრისტულმა პარტია ”კადიმამ” სამშაბათს, 28 მარტს გამართულ არჩევნებზე ყველაზე მეტი, 28 ადგილი მოიპოვა 120 ადგილიან კნესეტში. თუმცა ეს შედეგი მოსალოდნელზე ნაკლები იყო. ”კადიმას” გარდა, თითქმის საბოლოო შედეგებით მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ 20 ადგილი, ულტრა-ორთოდოქსების პარტიამ 13, ულტრა-ნაციონალისტურმა "ისრაელ ბეითეინუმ" 12, ხოლო მემარჯვენე ”ლიკუდის” პარტიამ 11 ადგილი მოიპოვეს.
წარსულში, ეჰუდ ოლმერტი დასავლეთის სანაპიროდან ისრაელის გამოსვლის, და პალესტინელებთან საბოლოო საზღვრების დადგენის მომხრე იყო. დღეს აცხადებს, რომ უპირატესობას პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვას ანიჭებს: [ოლმერტის ხმა]: ”პალესტინელებთან მიღწეული შეთანხმება მხოლოდ მოლაპარაკებას შეიძლება დაეყრდნოს - ამის საფუძველი ერთმანეთის აღიარება, წარსულში მიღწეული შეთანხმებები, საგზაო რუკის პრინციპები, და, რასაკვირველია, ძალადობის დასრულება და ტერორისტული დაჯგუფებების განიარაღება უნდა იყოს”. მას შემდეგ რაც პალესტინელთა არჩევნებში გამარჯვება ორგანიზაცია ”ჰამასმა” მოიპოვა, ისრაელს და პალესტინელებს შორის მოლაპარაკების გამართვა კვლავ შორეულ პერსპექტივად რჩება. ოლმერტი ”ჰამასთან” მოლაპარაკების წარმოებისთვის გადამწყვეტ პირობებად ”ჰამასის” მხრიდან ისრაელის აღიარებას, განიარაღებას და უკვე მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებების ცნობას მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG