Accessibility links

logo-print

პალესტინელთა პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა, ”ჰამასის”


პალესტინელთა პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა, ”ჰამასის” მთავრობა დაამტკიცა.

პალესტინელთა პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა, ”ჰამასის” მთავრობა დაამტკიცა.
მას შემდეგ, რაც სხვა ფრაქციებმა მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, 24 წევრიანი მინისტრთა კაბინეტი თითქმის მთლიანად ”ჰამასის” წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. მთავრობის დამტკიცების ცერემონიიდან ძალიან მალე კანადამ განაცხადა, რომ წყვეტს პალესტინელთა ავტონომიის ფინანსური დახმარების პროგრამას. მოსალოდნელია, რომ იგივეს გაიმეორებენ დასავლეთის სხვა სახელმწიფოები. ახლო აღმოსავლეთის შუამავალი ე.წ. ”კვარტეტი” - შეერთებული შტატები, ევროკავშირი, რუსეთი და გაერო - ”ჰამასს” ისრაელის ცნობისკენ და განიარაღებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ავტონომიას ფინანსური დახმარება შეუწყდეს.

XS
SM
MD
LG