Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი, ჩარლზ ტეილორი


ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი, ჩარლზ ტეილორი -

ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი, ჩარლზ ტეილორი -
რომელიც ნიგერიაში წუხელ დააკავეს - უკვე გადაყვანილია სიერა ლეონეში. ის კამერუნის საზღვართან დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების დროს მას თან დიდი რაოდენობით ნაღდი ფული ჰქონდა. ჩარლზ ტეილორს ბრალი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ედება - მათ შორის სისასტიკით გამორჩეული ბავშვი მებრძოლების რაზმების წახალისებაში. ნიგერიის პრეზიდენტს, ოლუსეგუნ ობასანჯოს, დღეს თეთრ სახლში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა განუცხადა, რომ აფასებს ტეილორის დაკავებისთვის ნიგერიის მხრიდან გაწეულ სამუშაოს.
XS
SM
MD
LG