Accessibility links

ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესის ფარგლებში მოქმედი


ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესის ფარგლებში მოქმედი ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭო მუშაობას

ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესის ფარგლებში მოქმედი ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭო მუშაობას
განაახლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ოთხშაბათს სოხუმში, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასა და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, ირაკლი ალასანიას შეხვედრისას მიიღეს. შეხვედრა გაეროს ეგიდით გაიმართა. სააგენტო ”პრაიმ-ნიუსის” ცნობით, შამბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა ,,უჩვეულოდ ნაყოფიერი იყო”. ირაკლი ალასანიამ კი შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა: [ალასანიას ხმა]: ”მიღწეული იქნა შეთანხმება ორივე მხარეს შორის, რომ აღდგეს საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა, რომელიც უახლოეს პერიოდში დაკომპლექტდება ქართველი და აფხაზი წარმომადგენლებით, და სამი პრიორიტეტული მიმართულებით დაიწყებს მუშაობას: პირველი, ეს არის უსაფრთხოების საკითხები; მეორე - დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხები; და ეკომონიკური თანამშრომლობა”. ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭო 1997 წელს შეიქმნა, ხოლო მუშაობა 4 წლის წინ შეწყვიტა.
XS
SM
MD
LG