Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ


ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს

ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს
დღესვე უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია გამოეხმაურა. მან პატარკაციშვილს მადლობა გადაუხადა გულწრფელობისთვის, რომ ის ჩრდილიდან გამოვიდა და საზოგადოებას პირდაპირ უთხრა საკუთარი უკმაყოფილების მიზეზი. ბოკერიას განცხადებით, პატარკაციშვილმა აღიარა, რომ მისი უკმაყოფილება ხელისუფლების პოზიციამ გამოიწვია, რომელმაც ბიზნესმენს პრივილეგიები არ მიანიჭა და ,,ქართული ბიზნესის დონ კორლეონედ” ჩამოყალიბების საშუალება არ მისცა. ბოკერიას აზრით, გამოჩნდა, რომ პატარკაციშვილი ოპოზიციის ერთ-ერთი რეალური ლიდერი და ”შესაძლო სპონსორია”. [ბოკერიას ხმა]: ”დღევანდელი საქართველო არ არის ელცინის რუსეთი. ამავე დროს, დღევანდელი საქართველო არ არის პუტინის რუსეთიც, სადაც პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან, იჭერენ, ან ტელევიზიებს ხურავენ. ეს მინდა ხაზგასმით ვთქვა. სიტყვის თავისუფლება არის ხელშეუხებელი. ბატონ ბადრის შეუძლია იმოღვაწეოს პოლიტიკაში, შეუძლია იმოღვაწეოს ბიზნესში, მაგრამ ის ვერ შეძლებს ხელისუფლების დაშანტაჟებას მისი ტელევიზიის, ან მისი გავლენის მეშვეობით”. მისი თქმით, ხელისუფლებას დღეს ებრძვიან მოსკოვი, ოლიგარქები და ქურდები და ეს ბრძოლა მათივე მარცხით დამთავრდება.
XS
SM
MD
LG