Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში კვლავაც კლავენ ჟურნალისტებს მათი


მსოფლიოში კვლავაც კლავენ ჟურნალისტებს მათი პროფესიული საქმიანობისთვის.

მსოფლიოში კვლავაც კლავენ ჟურნალისტებს მათი პროფესიული საქმიანობისთვის.
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, გასულ წელს 65 ჟურნალისტი იქნა მოკლული. მათ შორის არის ორი ჟურნალისტი რუსეთში, ერთი ბელორუსიაში და ერთი - აზერბაიჯანში. ყველაზე მეტი ჟურნალისტი, ისევე როგორც გასულ წლებში, დაიღუპა ერაყში. "ერაყში მოკლულია 23 ჟურალისტი იქნა მოკლული ერაყში, 20 - აზიაში, 11 - ამერიკის კონტინენტზე. სრულიად აშკარაა, რომ ერაყში, სადაც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, განსაკუთრებით სახიფათოა მუშაობა. მაგრამ ჟურნალისტებს, რომლებიც გამოძიებას ეწევიან, საფრთხე ემუქრებათ სხვა ქვეყნებშიც. ამისთვის მათ კლავენ. მთავრობები კი, ფაქტობრივად, არ იცავენ ჟურნალისტებს - მკვლელობებს წესიერად არ იძიებენ, მკვლელებს პასუხს არ აგებინებენ," ამბობს ინსტიტუტის ყოველწლიური ანგარიშის ავტორი, დევიდ დეჯი.
XS
SM
MD
LG