Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი


გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია შეთანხმდნენ, რომ ირანმა უნდა შეწყვიტოს ურანის გამდიდრების სამუშაოები.

გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია შეთანხმდნენ, რომ ირანმა უნდა შეწყვიტოს ურანის გამდიდრების სამუშაოები.
ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა ბერლინში, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, რუსეთის, შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრაზე. შტაინმაიერის თქმით, დღევანდელი შეხვედრის მესიჯი ისაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიან პოზიციაზე დგას ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ საგანგებოდ აღნიშნა, რომ ირანს სანქციები ემუქრება, თუკი იგი არ დაემორჩილება ეშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელმაც თეირანს 30 დღე მისცა ბირთვული პროგრამის შესაწყვეტად. როგორც ირანის წარმომადგენელთა განცხადებებიდან ჩანს, იგი არ აპირებს დამორჩილებას.
XS
SM
MD
LG