Accessibility links

logo-print

ბელორუსიის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრ


ბელორუსიის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრ მილინკევიჩმა ვარშავაში

ბელორუსიის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრ მილინკევიჩმა ვარშავაში
პოლონეთის პოლიტიკოსებთან ერთად ითათბირა 19 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელორუსიაში შექმნილ ვითარებაზე. დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის პოლონეთი, ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელმაც მესამედ გაიმარჯვა არჩევნებში, ბრალს სდებენ კენჭისყრის შედეგების გაყალბებაში. პოლონეთის რადიოთი გამოსვლისას მილინკევიჩმა თქვა, რომ ევროკავშირის მუქარას ბელორუსიის მოხელეთა, მათ შორის ლუკაშენკოს მიმართ სანქციების შემოღების თაობაზე სასურველი შედეგი ექნება. მილინკევიჩს სამშობლოში 15 დღით პატიმრობა ემუქრება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ოპოზიციის აქციის დროს.

XS
SM
MD
LG