Accessibility links

logo-print

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შრიოდერმა


გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შრიოდერმა, დაიცვა

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შრიოდერმა, დაიცვა
საკუთარი გადაწყვეტილება დასთანხმდეს იმ კომპანიის ხელმძღვანელის პოსტს, რომელიც რუსეთსა და გერმანიას შორის სტრატეგიულ გაზსადენს აშენებს. ინტერვიუში, რომელიც გერმანიის გაზეთ ”ჰანდელსბლატში” ხვალ გამოქვეყნდება, შრიოდერი აცხადებს, რომ ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს. პარალელურად, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ დაადასტურა მედიის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ ქვეყანა რუსეთის მონოპოლისტ კომპანიას, გაზპრომს, 1 მილიარდი ევროს სესხის გარანტია მისცა. კრედიტი რუსეთსა და გერმანიას შორის წყალქვეშა გაზსადენის დაფინანსებისთვის შრიოდერის ხელისუფლებაში ყოფნის უკანასკნელ დღეებში გამოიყო. თავად შრიოდერმა დღეს განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მან ამ გარანტიის შესახებ არაფერი იცოდა.
XS
SM
MD
LG