Accessibility links

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი,

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი,
რომელიც დიდ ბრიტანეთში იმყოფება ვიზიტად, შეხვდა მუსულმანური თემის ლიდერებს. ქალაქ ბლეკბერნში, სადაც შეხვედრა გაიმართა, 200-მდე ადამიანმა გამართა ერაყში ომის წინააღმდეგ მიმართული აქცია. პარასკევს ამერიკის პოლიტიკის შესახებ სიტყვაში რაისმა აღიარა, რომ შეერთებულმა შტატებმა ერაყში უამრავი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო მდივანი დარწმუნებულია, რომ ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება სწორი იყო. [კონდოლიზა რაისის ხმა]: "რა თქმა უნდა, თუკი გადაწყვეტილებებს იღებთ, შეცდომებსაც უშვებთ. მთავარია, სწორი იყოს სტრატეგიული გადაწყვეტილებები. დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილება სადამ ჰუსეინის ჩამოგდების და ერაყელი ხალხისთვის მშვიდობიანი ცხოვრებისა და დემოკრატიის მშენებლობის საშუალების მიცემის თაობაზე - სწორი იყო."
რაისი აცხადებს, რომ ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს - ამერიკა სამართლის და კანონის უზენაესობის ერთგულია როგორც შინ, ისევე უცხოეთში.
XS
SM
MD
LG