Accessibility links

logo-print

ბუნებრივი აირის სექტორში მოქმედი რუსეთის


ბუნებრივი აირის სექტორში მოქმედი რუსეთის კერძო კომპანია, ”იტერა”,

ბუნებრივი აირის სექტორში მოქმედი რუსეთის კერძო კომპანია, ”იტერა”,
აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ვაჭრობისა და ინდუსტრიის პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ”იტერას” წარმომადგენელი, თეიმურაზ გაჯიევი, აცხადებს, რომ ”გაზპრომის” მიმართ საქართველოს დავალიანება ას მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. მათ შორის 46 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული კომპანიების და ორგანიზაციების მიერ 1996დან 2000 წლამდე დაგროვილი ვალია. გაჯიევის თქმით, საქართველომ არ შეასრულა 2003 წელს მიღწეული დავალიანების რესრტუქტურიზაციის შეთანხმების პირობები, რომელთა თანახმადაც ქვეყანას დავალიანება შვიდი წლის მანძილზე, სამ თვეში ერთხელ უნდა გადაეხადა.
XS
SM
MD
LG