Accessibility links

საფრანგეთში, მემარცხენე ორიენტაციის მქონე პოლიტიკურმა


საფრანგეთში, მემარცხენე ორიენტაციის მქონე პოლიტიკურმა პარტიებმა

საფრანგეთში, მემარცხენე ორიენტაციის მქონე პოლიტიკურმა პარტიებმა
განაცხადეს, რომ შრომის ახალი კანონის წინააღმდეგ 4 აპრილს დაგეგმილ აქციაზე სტუდენტებს და პროფკავშირებს შეუერთდებიან. პარტიების ამ განცხადებამდე, პრეზიდენტი ჟაკ შირაკი საპროტესტო აქციების მონაწილეებს დაპირდა, რომ მას შემდეგ, რაც კანონს ხელს მოაწერს, მასში ცვლილებებს შეიტანს. კანონი დამქირავებლებს უადვილებს ახალგაზრდების როგორც სამსახურში აყვანას, ისე გათავისუფლებას. მთავრობა აცხადებს, რომ ამით ახალგაზრდებს შორის უმუშევრობვა შემცირდება. კანონის მოწინააღმდეგეები კი აცხადებენ, რომ ამით სამუშაო ადგილების სტაბილურობას ექმნება საფრთხე.
საგაზეთო ინტერვიუში - რომელიც ხვალ გამოქვეყნდება - პრემიერ-მინისტრი დომინიკ დე ვილპენი აცხადებს, რომ კრიზისულ ვითარებასთან მიმართებით შეცდომები დაუშვა. მისი თქმით, მისი ქმედებები ”არასწორად იქნა გაგებული”.
XS
SM
MD
LG