Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი


ერაყს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და ამ, მოულოდნელი ვიზიტის მსვლელობაში ისაუბრა აუცილებლობაზე,

ერაყს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და ამ, მოულოდნელი ვიზიტის მსვლელობაში ისაუბრა აუცილებლობაზე,
რომ ერაყელი პოლიტიკოსები შეთანხმდნენ ეროვნული ერთიანობის მთავრობაზე. რაისთან ერთად ერაყს ეწვია ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჯეკ სტროუ. ისინი ბაღდადში შეხვდნენ პრეზიდენტ ჯალალ თალაბანის, პრემიერ-მინისტრ იბრაჰიმ ალ ჯააფარის, სხვა უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირებს. რაისის თქმით, ეს მოულოდნელი ვიზიტი იმის ნიშანია, რომ შეერთებული შტატები და ბრიტანეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მთავრობის ჩამოყალიბებას. ერაყში ამ საკითხზე მოლაპარაკება ჩიხშია შესული: სუნიტები და ქურთები ეწინააღმდეგებიან ალ ჯააფარის მეორე ვადით დარჩენას პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
XS
SM
MD
LG