Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა საგარეო საქმეთა მინისტრი და


პალესტინელთა საგარეო საქმეთა მინისტრი და "ჰამასის" ხელმძღვანელობის წევრი მაჰმუდ ალ-ზაჰარი უარყოფს,

პალესტინელთა საგარეო საქმეთა მინისტრი და "ჰამასის" ხელმძღვანელობის წევრი მაჰმუდ ალ-ზაჰარი უარყოფს,
რომ მიანიშნა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ორი სახელმწიფოს შექმნით მოგვარებაზე. ამ განცხადების ინტერპრეტაცია შეიძლებოდა, როგორც მინიშნება ისრაელის სახელმწიფოს აღიარებისთვის მზადყოფნაზე. მაღალი რანგის პალესტინელმა დიპლომატმა გუშინ განაცხადა, რომ ალ-ზაჰარმა ახსენა ორი სახელმწიფოს ვარიანტი გაეროსთვის გაგზავნილ მიმართვაში. ამასობაში, "ჰამასის" ახლმა მთავრობამ დღეს გამართა პირველი შეკრება და იმსჯელა მმართველობის პირველი სამი თვის საგანგებო გეგმაზე. ახალმა მინისტრებმა უნდა მიაკვლიონ გზებს, როგორ აანაზღაურონ მილიონობით დოლარი, რომელზეც მათ უარს ეუბნებიან უცხოელი დონორები უწინარეს ყოვლისა იმის გამო, რომ "ჰამასი" უარს ამბობს ისრაელის აღიარებაზე და ძალადობის აქტების შეწყვეტაზე.
XS
SM
MD
LG