Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ყოფილ პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის


ერაყის ყოფილ პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი ხუთშაბათამდე გადაიდო.

ერაყის ყოფილ პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი ხუთშაბათამდე გადაიდო.
დღეს სადამ ჰუსეინი დაკითხეს შიიტურ სოფელ დუჯაილში 1982 წელს 140-ზე მეტი მოსახლის დახოცვასთან დაკავშირებით. დუჯაილელების დახოცვა მოჰყვა მათს სოფელში სადამ ჰუსეინის მოკვლის მცდელობას. სადამ ჰუსეინმა დღეს დაიცვა გადაწყვეტილება, დუჯაილელი ეჭვმიტანილები ჯერ გაესამართლებინათ მათ სიკვდილით დასჯამდე. დღესვე სასამართლოს თავმჯდომარემ დარბაზიდან გააძევა ჰუსეინის დამცველთა გუნდის წევრი, ბუშრა ხალილი პროცესისთვის ხელის შეშლის გამო. ხალილს ხელში ეჭირა აბუ ღრაიბის ციხეში პატიმრების წამების ამსახველი ფოტოები. მანამდე კი ბრალდების მხარემ აჩვენა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახული იყო სადამ ჰუსეინის რეჟიმის პერიოდში პატიმართა წამება. გუშინ ყოფილ დიქტატორს გენოციდის ბრალდებაც წაუყენეს.
XS
SM
MD
LG