Accessibility links

logo-print

ვიქტორ იანუკოვიჩის "რეგიონების პარტია", რომელმაც


ვიქტორ იანუკოვიჩის "რეგიონების პარტია", რომელმაც უკრაინაში ახლახან გამართულ საპარლამენტო

ვიქტორ იანუკოვიჩის "რეგიონების პარტია", რომელმაც უკრაინაში ახლახან გამართულ საპარლამენტო
არჩევნებში გაიმარჯვა, სამთავრობო კოალიციაში არ შევა. პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს პარტიამ - "ჩვენმა უკრაინამ" - მხარი დაუჭირა წინადადებას, შეუერთდეს კოალიციას, რომელშიც მასთან ერთად შევლენ იულია ტიმოშენკოს ბლოკი და ალექსანდრ მოროზის სოციალისტური პარტია. ამავე შემადგენლობის კოალიცია შარშან მას შემდეგ დაიშალა, რაც იუშჩენკომ ტიმოშენკოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დაატოვებინა. აი, რა თქვა დღეს ამასთან დაკავშირებით ვიქტორ იუშჩენკომ: [ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] "ასეთი კოალიცია რვა თვის წინაც არსებობდა. ის დაიშალა, გაკვეთილი გავითვალისწინეთ. პრობლემები, რომლებმაც კოალიციის დაშლა გამოიწვია, მოგვარებულია. რამდენ ხანს იარსებებს ახალი კოალიცია? ვფიქრობ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ნდობაზე, დასახული მიზნების ერთგულებაზე, ინდივიდუალურ მოქმედებებზე."
XS
SM
MD
LG