Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით


პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ ოპოზიციის მოთხოვნები

პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ ოპოზიციის მოთხოვნები
ულტიმატუმის სახეს მიიღებს, ეს დადებით შედეგს ვერ მოიტანს. ჟურნალისტებთან საუბრისას ბურჯანაძემ დასძინა, რომ მზად არის ნებისმიერი კონსტრუქციული წინადადების განსახილველად, მაგრამ თუ ოპოზიცია ულტიმატუმების ენით ილაპარაკებს, ამას დადებითი შედეგი არ მოჰყვება. ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც მან გუშინ და დღეს ცალ-ცალკე კონსულტაციები გამართა ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებთან, რომლებმაც 31 მარტიდან, დეპუტატ ვალერი გელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, პოლიტიკური ბოიკოტი გამოაცხადეს და ამჟამად ამზადებენ მემორანდუმს, რომელშიც აისახება მათი მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ. "რა თქმა უნდა, მივესალმები ბოიკოტის შეწყვეტას, რადგან დიალოგის რეჟიმში უკეთესია მუშაობა, ვიდრე ბოიკოტის რეჟიმში, მაგრამ ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პარლამენტი მუშაობას გააგრძელებსო" – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
XS
SM
MD
LG