Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის 2005 წლის


სახალხო დამცველის 2005 წლის მეორე ნახევრის ანგარიში, რომლის განხილვასაც პარლამენტის

სახალხო დამცველის 2005 წლის მეორე ნახევრის ანგარიში, რომლის განხილვასაც პარლამენტის
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 15 აპრილისთვის გეგმავს, ყურადღებას ამახვილებს აწ უკვე ყოფილი დეპუტატის ვალერის გელაშვილის ცემის დეტალებზე. ანგარიშში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ოპოზიციონერ გელაშვილზე შარშან 14 ივლისს განორციელებული თავდასხმა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ იყო ორგანიზებული. ხაშურის რაიონის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს რესპუბლიკური პარტიიდან, ვალერი გელაშვილს, რომელსაც პარლამენტმა მიმდინარე წლის 31 მარტს დეპუტატისთვის შეუთავსებელი საქმიანობის მოტივით უფლებამოსილება შეუწყვიტა, შარშან ივლისში თავს დაესხნენ შეიარაღებული ნიღბიანი პირები, რის შედეგადაც გელაშვილი მძიმედ დაშავდა.
XS
SM
MD
LG