Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს საქართველოში დემოკრატიული

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს საქართველოში დემოკრატიული
ინსტიტუტების გასაძლიერებლად მიმდინარე რეფორმებს. ამის შესახებ საუბარია ყოველწლიურ ანგარიშში "დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ", რომელიც გუშინ გამოაქვეყნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები. მასში აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობს რეფორმებს, რომლებიც მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გასაძლიერებლად. ანგარიშის თანახმად, ზოგიერთ სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხი გაუმჯობესდა, მაგრამ ჯერაც არსებობს სერიოზული პრობლემები. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ოქტომბრის საშუალედო არჩევნები ძირითადად გამჭვირვალედ შეაფასეს, მიუხედავად იმისა, რომ კვლავაც მოუგვარებელი რჩება ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები.
XS
SM
MD
LG