Accessibility links

logo-print

ევროპის პარლამენტმა ევროპის კავშირის წევრი


ევროპის პარლამენტმა ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა,

ევროპის პარლამენტმა ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა,
ბელორუსიის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ სცნონ ალექსანდრ ლუკაშენკო. ევროპარლამენტი აუცილებლად მიიჩნევს, ევროკავშირის სახელმწიფოებში შესვლა აეკრძალოთ ბელორუსიის ოფიციალურ პირებს, რომლებსაც ხელი ურევიათ ადამიანის უფლებათა დარღვევებში; აგრეთვე, გაიყინოს მათი კუთვნილი საბანკო ანგარიშები. დღესვე, ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერმა ალექსანდრ მილინკევიჩმა, რომელიც ვიზიტით იმყოფება სტრასბურგში, ევროპარლამენტარებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ოპოზიციას. [ალექსანდრ მილინკევიჩის ხმა] "ჩვენი პოზიცია ასეთია: 19 მარტიდან მოყოლებული, ლუკაშენკო ქვეყნის პრეზიდენტი აღარ არის. ის არის მოქალაქე, რომლის ძალაუფლება არალეგიტიმურია." მომავალ კვირაში ევროკავშირის ლიდერები ლუქსემბურგში შეიკრიბებიან და, სხვა საკითხებთან ერთად, ბელორუსიის მიმართ სანქციების შემოღების საკითხსაც განიხილავენ.
XS
SM
MD
LG