Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა


ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება,

ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება,
გაუწიონ თუ არა დახმარება პალესტინის ავტონომიას მას მერე, რაც ხელისუფლების სათავეში მოვიდა ექსტრემისტული დაჯგუფება ჰამასი. დღეს ევროპის კომისიამ ფინანსური დახმარების აღმოჩენა შეუწყვიტა ავტონომიას. ევროპის კავშირი, ისევე, როგორც მთელი საერთაშორისო თანამეობრობა, მოუწოდებს ჰამასს, უარი თქვას ძალადობაზე და ცნოს ისრაელის არსებობის უფლება. ჰამასმა გააკრიტიკა ევროკავშირის გადაწყვეტილება დახმარების შეწყვეტის თაობაზე და განაცხადა, რომ ეს რიგით პალესტინელებს მიაყენებს დარტყმას.
XS
SM
MD
LG