Accessibility links

logo-print

თეთრი სახლი უარყოფს პრეზიდენტ ჯორჯ


თეთრი სახლი უარყოფს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიმართ ბრალდებას,

თეთრი სახლი უარყოფს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიმართ ბრალდებას,
რომ მისი სანქციით მოხდა საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა 2003 წელს ერაყში ინტერვენციის წინ. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა, სკოტ მაკლელანმა განაცხადა, პრეზიდენტს უფლება ჰქონდა გამოექვეყნებინა ინფორმაცია, რომელიც ზიანს არ აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას. ახლახან გაჩნდა ცნობები, რომ ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის თქმით, 2003 წელს მიიღო განკარგულება, მოეწყო ერაყის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა, რომელიც მოწმობდა, რომ სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების იარაღზე მუშაობის განახლებას აპირებდა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

XS
SM
MD
LG