Accessibility links

შეერთებული შტატები კვლავაც მზად არის


შეერთებული შტატები კვლავაც მზად არის, დახმარება გაუწიოს პალესტინელებს, ოღონდ არა ხელისუფლების სათავეში მოსულ ჰამასს.

შეერთებული შტატები კვლავაც მზად არის, დახმარება გაუწიოს პალესტინელებს, ოღონდ არა ხელისუფლების სათავეში მოსულ ჰამასს.
ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა: "ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ფონდებიდან ჰამასის მიერ შექმნილი მთავრობის მხარდაჭერას. ჩვენ საქმე არა გვაქვს ტერორისტებთან, ტერორისტებს ფულს არ ვაძლევთ. ეს პრინციპი მთლიანად ვრცელდება ამ შემთხვევაზე. და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს, სურს, დარწმუნებული იყოს, რომ ჰუმანიტარული დახმარება უშუალოდ პალესტინელ ხალხამდე მიაღწევს," თქვა მაკკორმაკმა. მისი თქმით, მიმდინარე წელს შეერთებული შტატები პალესტინელებს გაეროს მეშვეობით 75 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

XS
SM
MD
LG