Accessibility links

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა


საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალ-ფაისალმა განაცხდა, რომ ერაყში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალ-ფაისალმა განაცხდა, რომ ერაყში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს
და ის რეგონს კატასტროფით ემუქრება. მინისტრმა არაბულ სახელმწიფოთა ლიგას მოუწოდა, მიაღწიოს კონფლიქტის მოგვარებას ერაყელ შიიტებსა და სუნიტებს შორის. შაბათს ანალოგიური განცხადებით გამოვიდა ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი. მან თქვა, რომ ერაყში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს უქმნის საფრთხეს. მან დასძინა, რომ ერაყის შიიტური უმრავლესობა მეზობელი ირანის პირდაპირი გავლენის ქვეშ იმყოფება. ერაყის პრემიერ-მინისტრმა იბრაჰიმ ალ-ჯააფარიმ მუბარაქის გამონათქვამებს გამაოგნებელი უწოდა.
XS
SM
MD
LG