Accessibility links

logo-print

იტალიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას


იტალიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ერთ-ერთი მხარე

იტალიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ერთ-ერთი მხარე
მხოლოდ მცირე უპირატესობით მოიპოვებს. თავდაპირველად სახელმწიფო ტელევიზია RAI, ეგზიტ-პოლებზე დაყრდნობით, ვარაუდობდა, რომ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ კენჭისყრაში მარცხი განიციდა. მაგრამ როგორც სულ ახლახან გამოაცხადა საარჩევნო პროგნოზების ექსპერტმა, კომპანია "ნექსუსმა", ბერლუსკონი უმნიშვნელო უპირატესობით ამარცხებს თავის მთავარ მეტოქეს, რომანო პროდის მემარცხენე-ცენტრისტულ კოალიციას. კენჭისყრის პირველ ოფიციალურ შედეგებს დღესვე, მოგვიანებით ელიან.
XS
SM
MD
LG