Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო


ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა,

ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა,
რომლებიც დღეს ლუქსემბურგში შეიკრიბნენ, სავიზო აკრძალვა შემოიღეს ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოსა და მისი მთავრობის 30 სხვა წევრის მიმართ. ასეთი იყო ევროკავშირის ლიდერთა რეაქცია ბელორუსიაში ახლახან გამართულ არჩევნებზე, რომლებიც - საყოველთაო აღიარებით - არ უპასუხებდა საერთაშორისოდ მიღებულ ნორმებს. პასუხად ბელორუსიის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ანალოგიურ ზომებს მიმართავს ევროპის კავშირისა და აშშ-ის ოფიციალური პირების მიმართ. მარტის ბოლოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელმაც - ოფიციალური მონაცემებით - ხმების 83 პროცენტი მოაგროვა.
XS
SM
MD
LG