Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების


ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, გაყინულ იქნა

ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, გაყინულ იქნა
პირდაპირი ფინანსური დახმარება პალესტინელთა ავტონომიის მთავრობისთვის, რომელსაც სათავეში უდგას ჰამასის გასამხედროებული დაჯგუფება. ევროკავშირის ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურზულა პლასნიკმა.[ურზულა პლასნიკის ხმა] "ევროკომისია შეაჩერებს პალესტინელთა ავტონომიის მთავრობისთვის ფულადი და ტექნიკური დახმარების აღმოჩენას. ჩვენ კვლავაც დავეხმარებით პალესტინელ ხალხს და განვაგრძობთ მოსახლეობის მომარაგებას ძირითადი მოხმარების პროდუქტებით." "ჰამასი", რომელმაც იანვარში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ევროკავშირს შეყვანილი ჰყავს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში.
XS
SM
MD
LG