Accessibility links

ჯორჯ ბუშმა "ველური სპეკულაცია" უწოდა


ჯორჯ ბუშმა "ველური სპეკულაცია" უწოდა გაზეთ "ვაშინგტონ პოსტსა"

ჯორჯ ბუშმა "ველური სპეკულაცია" უწოდა გაზეთ "ვაშინგტონ პოსტსა"
და ჟურნალ "ნიუ იორკერში" გამოქვეყნებულ სტატიებს, რომელთა თანახმად, შეერთებული შტატები სერიოზულად განიხილავს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობას. აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო წარმოშობილი კრიზისი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. მაგრამ, ამავე დროს, ვაშინგტონის ადმინისტრაციას არაერთხელ უთქვამს, რომ კრიზისის მოსაგვარებლად არც სხვა მეთოდების გამოყენებას გამორიცხავს. როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰამიდ რეზა ასეფიმ განაცხადა, ვაშინგტონი, ნაცვლად იმისა, რომ უთანხმოების მოგვარებას ესწრაფოდეს, ცდილობს, ის კრიზისად აქციოს.
XS
SM
MD
LG