Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აღიარა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აღიარა, რომ ერაყში ომის დაწყების შემდეგ,

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აღიარა, რომ ერაყში ომის დაწყების შემდეგ,
2003 წლის ზაფხულში, მან გასცა განკარგულება, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადათ ზოგიერთი გასაიდუმლოებული სადაზვერვო მონაცემი. [ჯორჯ ბუშის ხმა] "მას შემდეგ, რაც ერაყი გავათავისუფლეთ, ხალხს გაუჩნდა კითხვა, რას ემყარებოდა ჩემი განცხადებები ერაყში ოპერაციასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, "საიდუმლოს" გრიფი მომეხსნა ზოგიერთი სადაზვერვო მონაცემისთვის. მინდოდა, ხალხს შეეტყო, რას ემყარებოდა ჩემი განცხადებები." აშშ-ის პრეზიდენტი მძაფრი კრიტიკის ობიექტად იქცა, როცა ცნობილი გახდა, რომ სწორედ მისი განკარგულებით მოხდა გასაიდუმლოებული ინფორმაციის მიწოდება ფართო საზოგადოებისთვის; კერძოდ ცნობებისა, თითქოს სადამ ჰუსეინის რეჟიმი მასობრივი განადგურების იარაღს ფლობდა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
XS
SM
MD
LG