Accessibility links

logo-print

ძალადობამ ერაყის რამდენიმე რეგიონში, სულ


ძალადობამ ერაყის რამდენიმე რეგიონში, სულ ცოტა, 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ძალადობამ ერაყის რამდენიმე რეგიონში, სულ ცოტა, 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
8 კაცი, მათ შორის ოთხი პოლიციელი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბების აფეთქების შედეგად ბაღდადში, ტალ აფარსა და ქირქუქში. ბაღდადშივე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ერთი პოლიციელი. ბაღდადთან კი გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქებამ მოკლა ორი ამერიკელი ჯარისკაცი. სამი კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა დანაღმული ავტომანქანის აფეთქებამ ქალაქ ხალისში.
XS
SM
MD
LG