Accessibility links

logo-print

ბევრ ქვეყანაში შეშფოთებას გამოთქვამენ მას


ბევრ ქვეყანაში შეშფოთებას გამოთქვამენ მას შემდეგ, რაც ირანმა განაცხადა, რომ წარმატებას მიაღწია

ბევრ ქვეყანაში შეშფოთებას გამოთქვამენ მას შემდეგ, რაც ირანმა განაცხადა, რომ წარმატებას მიაღწია
ურანის გამდიდრებაზე მუშაობის პროცესში. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პრეს-მდივნის განცხადებით, ბერლინი ირანის მოქმედებას მიიჩნევს "არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად". მისივე თქმით, ირანს, როგორც ჩანს, არ სურს თვითიზოლაციიდან გამოსვლა. ლონდონში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტროუმ გამოთქვა სერიოზული შეშფოთება ირანის განცხადებასთან დაკავშირებით. ამავე შინაარსის განცხადება გააკეთა აშშ-მა. ისრაელის სამხედრო წარმომადგენლის შეფასებით, ირანის განცხადება საფრთხის მომასწავებელია არა მარტო ისრაელის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
XS
SM
MD
LG