Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი


საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა ზომებს, რომლებმაც უნდა შეცვალოს

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა ზომებს, რომლებმაც უნდა შეცვალოს
საპროტესტო გამოსვლების გამომწვევი ინიციატივა ახალგაზრდების შრომითი მოწყობის შესახებ. ახალი ზომები ითვალისწინებს სახელმწიფო სუბსიდიებს კომპანიებისთვის, რომლებიც სამუშაოზე არაკვალიფიცირებულ ახალგაზრდებს აიყვანენ. ახალ ზომებს მიემხრო 151 პარლამენტარი, წინააღმდეგი იყო 93. პარლამენტის ზედა პალატა ხვალ იმსჯელებს ახალ ზომებზე. პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა ორშაბათს კომპრომისზე წასვლა ამჯობინა მას შემდეგ, რაც ორი თვე გასტანა სტუდენტების და პროფკავშირების ხმაურიანმა საპროტესტო გამოსვლებმა ახალგაზრდების დასაქმების შესახებ ახალი ინიციატივის გამო.
XS
SM
MD
LG