Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ურანის გამდიდრების შესახებ ირანის განცხადებასთან დაკავშირებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ურანის გამდიდრების შესახებ ირანის განცხადებასთან დაკავშირებით
მიზანშეწონილად მიიჩნევს ქმედით საპასუხო ზომებს საერთაშორისო თანამეგობრობისაგან. რაისმა ვაშინგტონში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, მიიღოს საპასუხო ზომები. ირანის მოქმედება გააკრიტიკეს ასევე ისრაელმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, ჩინეთმა, რუსეთმა. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვი მოსკოვში გამოვიდა გაფრთხილებით, რომ დაუშვებელია ირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეული უთანხმოების მოგვარება ძალისმიერი გზით. ლავროვის თქმით, რუსეთი და ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფო ემხრობიან კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.
XS
SM
MD
LG