Accessibility links

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა,

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა,
მუჰამედ ელ ბარადეიმ, განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ შეუძლია თქვას გაამდიდრა თუ არა ირანმა ურანი ბირთვული საწვავის წარმოებისთვის საჭირო დონემდე. ელ ბარადეიმ ეს განცხადება თეირანში ყოფნისას გააკეთა. მისი თქმით, გაეროს ექსპერტებს ბირთვული ნიმუშები აქვთ, ახლა მათ გამოიკვლევენ და შედეგებს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აცნობებენ. ამ განცხადებამდე, ელ ბარადეი ირანის ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ღოლამ რეზა აღაზადეს შეხვდა. მიმდინარე კვირაში ირანმა გამოაცხადა, რომ მეცნიერებმა ბირთვული საწვავის წარმოების მიზნით ურანის გამდიდრების ამოცანა წარმატებით შეასრულეს. ელ ბარადეი თეირანში მას შემდეგ ჩავიდა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ ირანის ეს განცხადება დაგმო.
XS
SM
MD
LG