Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიშკეკში, არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატიისთვის


ბიშკეკში, არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატიისთვის

ბიშკეკში, არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატიისთვის
და სამოქალაქო საზოგადოებისთვის” ლიდერი, ედილ ბაისალოვი, საავადმყოფოში, სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება. ბაისალოვზე გუშინ თავდასხმა განხორციელდა.
მოწმეებზე დაყრდნობით, ყირგიზეთის პოლიცია აცხადებს, რომ ბაისალოვს ოფისიდან გამოსვლის დროს ერთი ადამიანი უკნიდან დაესხა თავს. ექიმების ინფორმაციით, ის თავის არეშია დაშავებული. ბაისალოვი დღეს საავადმყოფოდან ესაუბრა ჩვენი რადიოს ყირგიზული სამსახურის თანამშრომლებს: [ბაისალოვის ხმა]: ”ჩვენი ოფისიდან გამოვედი, და ქუჩის გადაღმა გაჩერებული მანქანისკენ მივდიოდი. უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაცამ უკნიდან ჩამარტყა. რამდენიმე წამით გონება დავკარგე, მაგრამ მაინც არ დავცემულვარ. გავიგონე, რომ ვიღაც გაიქცა. ძლიერი სისხლდენა დამეწყო. იქვე მდგარი რუსები მოვიდნენ ჩემს დასახმარებლად. მათ ვუთხარი, ვიღაცამ დამარტყა-მეთქი და მიპასუხეს, კი არ დაგარტყათ, სატკაცუნო გესროლათო”.
ყირგიზეთის პრემიერ მინისტრმა, ფელიქს ყულოვმა, დაშავებული ბაისალოვი საავადმყოფოში მოინახულა და განაცხადა, რომ ამ თავდასხმას ”აშკარად პოლიტიკური ხასიათი” აქვს. ბაისალოვის ორგანიზაცია კრიმინალური ფიგურების მთავრობაში მოსვლის წინააღმდეგ აწყობდა დემონსტრაციებს. ბაისალოვი აცხადებს, რომ ორგანიზაცია ამ კამპანიას თავდასხმის მიუხედავად კვლავაც გააგრძელებს.
XS
SM
MD
LG