Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ახლო


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ახლო აღმოსავლეთის

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ახლო აღმოსავლეთის
კონფლიქტის ”სამართლიანი და მასშტაბური” გადაჭრის მოწოდებით გამოდის. დღეს კრემლში თავშეყრილი უცხოეთის ელჩების წინაშე გამოსვლისას, პუტინმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენა დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის სურვილით უნდა მოხდეს, რომელიც მშვიდობიანად იარსებებს ისრაელთან ერთად. პუტინის თქმით, ის პალესტინის ავტონომიას და მის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს, ამ მიზნის მიღწევაში მიეხმარება. მიმდინარე კვირაში რუსეთმა განაცხადა, რომ პალესტინის მთავრობას - რომელსაც სათავეში რადიკალური ”ჰამასის” დაჯგუფება უდგას - ფინანსურად დაეხმარება. ამავე დროს, რუსეთმა გააკრიტიკა ევროპის კავშირის გადაწყვეტილება პალესტინის მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტაზე მანამ, სანამ ”ჰამასი” ძალადობას უარყოფს და ისრაელს აღიარებს.
XS
SM
MD
LG