Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ჩრადილოატლანტიკრი


ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ჩრადილოატლანტიკრი საბჭოს სხდომა ფორმატით 26+1, რომელზეც

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ჩრადილოატლანტიკრი საბჭოს სხდომა ფორმატით 26+1, რომელზეც
განხილულ იქნა საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის, IPAP-ის, იმპლემენტაციის შეფასების ანგარიში. როგორც ბრიუსელიდან იტყობინებიან, საქართველოს მიერ გეგმის შესრულება დადებითად შეფასდა, რაც, როგორც საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, ქვეყანას მალე გზას გაუხსნის ნატოში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისკენ. შეფასებებთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, შემდეგი განაცხადა: [ოქრუაშვილის ხმა]: ”საკმაოდ წარმატებულად იქნა გატარებული რეფორმები თავდაცვის სფეროში, და კარგად მოხდა საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ არანაირი მესამე ქვეყნის ვეტო არ შეიძლება არსებობდეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში, და კიდევ ერთხელ შეფასებულ იქნა ის გატარებული რეფორმები წარმატებულად”.
XS
SM
MD
LG