Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ბელორუსიის მთავრობას


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ბელორუსიის მთავრობას

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ბელორუსიის მთავრობას
საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა გამართვის მოწოდებით მიმართა. სტრასბურგში მოქმედი ასამბლეის წინაშე გამოსვლისას, ესტონეთის დეპუტატმა, ანდრეს ჰერკელმა, განაცხადა, რომ გასულ თვეში ჩატარებული არჩევნები გამჭვირვალობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა:
[ჰერკელის ხმა]: ”აქამდე არასოდეს მინახავს არჩევნებზე დამკვირვებლების ასეთი შევიწროება. რეალურად, ხმების დათვლის პროცესი საერთოდ არ იყო გამჭვირვალე, და არჩევნებს ძალიან ცოტა დამოუკიდებელი, ან ოპოზიციის წარმომადგენელი, დამკვირვებელი დაესწრო”. ჰერკელის თქმით, ბელორუსიის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკას მხრიდან, 19 მარტის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება პრობლემური იყო, ვინაიდან 2004 წელს ჩატარებული რეფერენდუმი, რომელმაც ლუკაშენკას მესამე ვადით კენჭისყრის უფლება მისცა, ბელორუსიის კანონებთან შეუსაბამოდ ჩატარდა. ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ბელორუსიაში პოლიტიკური ოპოზიციაც ითხოვს. მათი მოთხოვნით, ლუკაშენკას არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ უნდა მიეცეს.
XS
SM
MD
LG