Accessibility links

logo-print

ხელისუფლება ქვეყნის არაქართველი მოქალაქეებისთვის სახელმწიფო


ხელისუფლება ქვეყნის არაქართველი მოქალაქეებისთვის სახელმწიფო ენის შესასწავლად

ხელისუფლება ქვეყნის არაქართველი მოქალაქეებისთვის სახელმწიფო ენის შესასწავლად
ყველა ზომას მიმართავს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ. 1978 წლის 14 აპრილს, თბილისში, საპროტესტო აქციის ათასობით მონაწილემ საქართველოში რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ საბჭოთა ხელისუფლების გეგმა გააპროტესტა. ამ გამოსვლების შედეგად საკონსტიტუციო ცვლილება ძალაში ვერ შევიდა. ნინო ბურჯანაძის თქმით, "ჩვენ პატივი უნდა ვცეთ აფხაზურ და ოსურ ენებს, ასევე სხვა ენებს, რომლებზეც საქართველოში საუბრობენ. იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავერთიანდებით საერთო ენისა და საერთო ღირებულებების გარშემოო”, დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქართულთან ერთად აფხაზური ენა არის სახელმწიფო ენა აფხაზეთის ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG