Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა


იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საეჭვო ბიულეტენების შემოწმება

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საეჭვო ბიულეტენების შემოწმება
გავლენას ვერ მოახდენს ახლახან ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, რომელთა თანახმად, ოპოზიციამ მმართველ კოალიციას აჯობა. სამინისტროს მონაცემებით, აღმოჩენილ იქნა არა ათიათასობით - როგორც მანამდე ამტკიცებდნენ - არამედ სულ ხუთი ათასამდე საეჭვო ბიულეტენი. პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი უარს ამბობდა მარცხის აღიარებაზე და ხმების ხელახლა დათვლას ითხოვდა. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში მინიმალური უპირატესობით გაიმარჯვა მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ, რომელსაც რომანო პროდი ხელმძღვანელობს.
XS
SM
MD
LG