Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა კიდევ


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა კიდევ ერთხელ უარყო მსოფლიო თანამეგობრობის მოწოდებები,

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა კიდევ ერთხელ უარყო მსოფლიო თანამეგობრობის მოწოდებები,
შეწყვიტოს ბირთვული პროგრამის განხორციელება. ირანის ატომური ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, მუჰამად საედმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ბირთვული პროგრამა არ ეწინააღმდეგება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას. ეს განცხადებები მოჰყვა ირანის ლიდერთა შეხვედრებს გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელთან მოჰამედ ბარადეისთან. დღესვე, ირანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ "ჰოლოკოსტის" არსებობა და განაცხადა, რომ ისრაელი საფრთხეს უქმნის ისლამურ სამყაროს. ეს განცხადება აჰმადინეჟადმა პალესტინელი ხალხის დახმარების მიზნით, თეირანში მოწვეულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა.
XS
SM
MD
LG