Accessibility links

ექვსი გადამდგარი ამერიკელი გენერალი თავდაცვის


ექვსი გადამდგარი ამერიკელი გენერალი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან

ექვსი გადამდგარი ამერიკელი გენერალი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან
დონალდ რამსფელდის გადადგომას მოითხოვს. მათი მტკიცებით, მინისტრი არაკომპეტენტურობას ამჟღავნებს ერაყში სამხედრო ოპერაციის ჩატარებისას და პასუხისმგებელია იმ ქაოსისთვის, რომელიც - მათივე თქმით - ამ ქვეყანაში წარმოიშვა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა სკოტ მაკკლელანმა პრეზიდენტის სახელით გაკეთებულ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ რამსფელდი საკუთარ მოვალეობებს საუცხოოდ ართმევს თავს. თავად რამსფელდმაც უარი განაცხადა, ყურად იღოს გადამდგარი გენერლების მოწოდება და მინისტრის თანამდებობიდან გადადგეს.
XS
SM
MD
LG