Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის პარლამენტმა კონტროლზე აიყვანა ადამიანის


ყირგიზეთის პარლამენტმა კონტროლზე აიყვანა ადამიანის უფლებათა ცნობილ დამცველზე

ყირგიზეთის პარლამენტმა კონტროლზე აიყვანა ადამიანის უფლებათა ცნობილ დამცველზე
ეიდალ ბაისალოვზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიება. ბიშკეკის პროკურორის, უჩკუნ ქარიმოვის თქმით, გამოძიება რამდენიმე ვერსიას განიხილავს. პირველი ვერსიის თანახმად, დანაშაული უკავშირდება ბაისალოვის პოლიტიკურსა და საზოგადოებრივ საქმიანობას; მეორე ვერსიის მიხედვით, თავდასხმა გაძარცვის მიზნით მოეწყო; ხოლო მესამეა პირადი ანგარიშსწორების ვერსია. ეიდალ ბაისალოვი სათავეში უდგას არასამთავრობო ორგანიზაციას სახელწოდებით "დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის". 12 აპრილს, ბიშკეკში, მას თავს დაესხნენ დაუდგენელი პირები, რის შედეგადაც ბეისალოვი დაშავდა.
XS
SM
MD
LG