Accessibility links

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა,

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა,
და თავდაცვის მინისტრმა, დონალდ რამსფელდმა, უარყვეს რამსფელდის გადაყენების მოწოდება. ამ მოწოდებით ერაყთან მიმართებით ამერიკის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო ყოფილი გენერლები გამოდიან. ტელეარხ ალ-არაბიასთავის მიცემულ ინტერვიუში, რამსფელმა განაცხადა, რომ თუ ყოველი კრიტიკის შემთხვევას ოფიციალური პირების შეცვლა მოჰყვება, ეს პროცესი კარუსელს დაემსგავსება. რამსფელდის აზრით, გადამდგარი გენერლების მოსაზრებები შესაძლოა არასწორი იყოს: [რამსფელდის ხმა]: ”ეს ხალხი ახლა გარეთაა, ისინი პენსიაზე არიან და განცხადებებს ამ პოზიციიდან აკეთებენ. თავისთავად ეს ნორმალური რამაა - თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მართლები არიან”. პარასკევს პრეზიდენტმა ბუშმა წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ რამსფელდს ბუშის სრული მხარდაჭერა აქვს შეერთებული შტატებისთვის ”ისტორიულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში”. რამსფელდის გადაყენებას ექვსი ყოფილი გენერალი მოითხოვს. მათი თქმით, რამსფელდმა ირანის ომს არასწორად უხელმძღვანელა, ის საველე მეთაურების რჩევებს იგნორირებას უწევს და მას ქედმაღლური მმართველობის სტილი აქვს.
XS
SM
MD
LG